უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი გახდა

უნგრეთის პარლამენტმა ახალ პრეზიდენტად ტომაშ შუიოკი აირჩია. აღნიშნულის შესახებ Telex-ი იტყობინება.

ტომაშ შუიოკის დანიშვნას უნგრეთის პარლამენტის 134-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მხოლოდ ხუთი იყო წინააღმდეგი.

შუიოკის წინამორბედმა, კატალინ ნოვაკმა თანამდებობა თებერვლის დასაწყისში, მას შემდეგ დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ მან ერთ-ერთ ბავშვთა სახლში ბავშვებზე ძალადობის დაფარვისთვის მსჯავრდებული შეიწყალა.

ინფორმაციისთვის, 67 წლის ტომაშ შუიოკი 2016 წლიდან უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.