რუსეთის ფედერაციის „სპეციალური ოპერაციების ძალების“ მობილურობა და დარტყმის პოტენციალი გაიზრდება. აცხადებს კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი.
პუტინმა „სპეციალური ოპერაციების ძალების“ დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვისას თქვა, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი რუსული არმიისა და საზღვაო ფლოტის გრძელვადიანი განვითარებისთვის.
„ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, მათი მობილურობის გაზრდას, თავდასხმის პოტენციალს და ახალი თაობის იარაღით აღჭურვას“, – აღნიშნა პუტინმა.
პუტინი იმედოვნებს, რომ „სპეციალური ოპერაციების ძალების“ ქვედანაყოფები „ახალ სიმაღლეებს“ მიაღწევენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მიაღწევთ ახალ სიმაღლეებს როგორც საბრძოლო მომზადებაში, ასევე სამხედრო საქმეებში და შეასრულებთ მნიშვნელოვან წვლილს რუსეთის დაცვაში“, – დასძინა პუტინმა.