„ძალიან დავაგვიანეთ“ – ჯონ კირბიმ უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას ძალიან მძიმე უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ უკრაინაში ბრძოლის ველზე შექმნილ ვითარებას „ძალიან მძიმე“ უწოდა.

კირბის თქმით, უკრაინელებს საბრძოლო მასალა ეწურებათ.

„უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტზე, ძალიან რთულ გადაწყვეტილებებს იღებენ იმის თაობაზე, თუ სად აპირებენ სროლას და რით აპირებენ სროლას. მათ ეწურებათ საბრძოლო მასალა. ასე რომ, სიტუაცია ძალიან მძიმეა“, – აცხადებს კირბი. 

მისი თქმით, შეუძლებელია „დროის შტამპის“ დადება და იმის თქმა, რომ გარკვეულ დღეს უკრაინამ ომი, შესაძლოა, წააგოს, მაგრამ მისმა არმიამ დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა რუსეთის შეჭრის გამო.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ახლა. არ დავიწყებ სპეკულირებას, რომ შეიძლება გვიანი იყოს. ჩვენ უკვე, გარკვეულწილად, ძალიან დავაგვიანეთ. მათ დაკარგეს ქალაქი ავდეევკა – ფაქტობრივად, საბრძოლო მასალის გამო. ასე რომ, გარკვეული აზრით, ეს უკვე დრამატულ გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე“, – დასძინა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა.