USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ შექმნა 6 000 ახალი სამუშაო ადგილი

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ შექმნა 6 000 ახალი სამუშაო ადგილი, დაეხმარა 100 000-მდე ქართველს, გაეზარდათ თავიანთი შემოსავალი და ნამდვილად გააძლიერა სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე განუცხადა.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ შექმნა 6 000 ახალი სამუშაო ადგილი

„მოხარული ვარ დღეს აქ ყოფნით. შევუერთდი საქართველოს მთავრობას და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორიდან, რათა აღვნიშნოთ ​USAID-ის ძალიან წარმატებული პროგრამის დახურვა აქ, საქართველოში. ეს ხუთწლიანი და 27 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა იყო ძალიან ეფექტური საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ აშშ-ის პარტნიორობაზე საქართველოსთან. 32 წლის განმავლობაში ჩვენ მივეცით ექვსი მილიარდი დოლარი საქართველოს და ეს პროგრამა არის ჩვენი დახმარების სახე. ამ პროგრამამ შექმნა 6 000 ახალი სამუშაო ადგილი, დაეხმარა 100 000-მდე ქართველს, გაეზარდათ თავიანთი შემოსავალი და ნამდვილად გააძლიერა სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში. ასე რომ, ნამდვილად სიამოვნებაა ამ წარმატებული პროგრამის დასრულების აღნიშვნა“, – განაცხადა დანიგანმა.