მონიკა ბელუჩი პარიზის მოდის კვირეულზე YSL-ის შოუს დაესწრო და თაყვანისმცემლები თავისი არაჩვეულებრივი გარეგნობით კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
59 წლის მსახიობი გრძელ პრიალა ტყავის მოსაცმელსა და შავ კომბინეზონში იყო გამოწყობილი და ფოტოგრაფებს ღიმილით ხვდებოდა. მონიკას ბუნებრივ სილამაზეს მსუბუქი მაკიაჟიც ხაზს უსვამდა.
ბელუჩი ცნობილი მოდის სახლის შოუს საყურებლად წინა რიგში, კარლა ბრუნისთან ერთად დაჯდა. 56 წლის კარლამ ჭაობისფერ კოსტიუმს ყავისფერი ტყავის ხელთათმანები და წითელი ქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
პარიზის მოდის კვირეული 5 მარტამდე გასტანს და მოდის მოყვარულებს წინ Chanel-ის, Hermes-ის, Balenciaga-ს and Louis Vuitton-ის შოუები ელით.
წყარო: dailymail