გერმანიაში, ქვემო საქსონიაში ბუნდესვერის ჯარისკაცმა ოთხი ადამიანი მოკლა.
როტენბურგის პოლიციამ და ვერდენის პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.
მედიასაშუალება წერს, რომ მკვლელობის მოტივი, შესაძლოა, ეჭვმიტანილის პირად ურთიერთობებს უკავშირდებოდეს.
Bild-ის ცნობით, გარდაცვლილები არიან ეჭვმიტანილის ყოფილი შეყვარებული, ყოფილი შეყვარებულის შვილი, ყოფილი შეყვარებულის ახალი პარტნიორი და მისი დედა.
გამომძიებლების თქმით, ეჭვმიტანილი სასიკვდილო სროლის შემდეგ მალევე ჩაბარდა პოლიციას.