საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბერლინსა და პარიზს შორის უთანხმოება არ არსებობს, – ამის შესახებ განცხადება სტეფან სეჟურნემ ფრანგულ გამოცემა „ლე მონდთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„ფრანგულ-გერმანული დაპირისპირება არ არსებობს. ჩვენ საკითხების 80%-ზე ვთანხმდებით“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მანამდე გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ უკრაინაში ევროპის ქვეყნებიდან და ნატო-დან ჯარისკაცებს არ გააგზავნიან. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა.
„არანაირი დრამა არ არსებობს, რადგანაც ჩვენ ერთნაირი მიზანი გვაქვს – უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა სეჟურნემ.