აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონში პარტიის პრაიმერიზი მოიგო. სამხრეთ კაროლინის ყოფილმა გუბერნატორმა ხმების 62,9% მიიღო, ხოლო აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა – 33,2%.
ნიკი ჰეილი „რესპუბლიკელების“ პირველი კანდიდატი ქალი გახდა, ვინც პრაიმერიზში გაიმარჯვა. მისი შტაბის წარმომადგენელმა ოლივია პერეზ-კუბასმა შედეგს მოსალოდნელი უწოდა, რადგანაც შეერთებული შტატების დედაქალაქში დონალდ ტრამპი და მთელი ეს ქაოსი „რესპუბლიკელებისთვის“ მიუღებელია.
ვაშინგტონი პრაიმერიზის შედეგები ნიკი ჰეილის პირველი გამარჯვებაა, მაგრამ ის უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მისი შანსები, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი გახდეს, ძალზე მცირეა. „რესპუბლიკელთა“ უდავო ფავორიტი დონალდ ტრამპია. ვაშინგტონის პრაიმერიზში დამარცხებამდე ტრამპმა მისურის მიჩიგანის და აიდაჰოს შტატებში გაიმარჯვა.
შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა ე.წ. სუპერსამშაბათი იქნება, როდესაც პრაიმერიზი ერთდროულად 15 შტატში გაიმართება. ეს „რესპუბლიკელთა“ შორის საპრეზიდენტო რბოლაში გადამწყვეტი დღე იქნება.
ამასთანავე, სასამართლოებმა სულ მცირე სამ შტატში – კოლორადოში, მენში და ილინოისში დონალდ ტრამპს პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.