ბაბ-ელ-მანდების სრუტის მახლობლად იემენელი ჰუსიტების შეტევის შემდეგ კონტეინერმზიდს MSC Sky II-ს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
გემს ერთდროულად ორი რაკეტა მოხვდა. გემზე ხანძარი გაჩნდა. ამჟამად გემის ეკიპაჟი მის ჩაქრობას ცდილობს.
იემენელი ჰუსიტები უკვე რამდენიმე ხნის განმავლობაში სამგზავრო გემებს თავს ესხმის. 2 მარტს იემენის მახლობლად ჩაიძირა გემი, რომელსაც სასუქი გადაჰქონდა., მეცნიერებს ეშინიათ, რომ სასუქს ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა შეუძლია.
ჰუსიტების შეტევებს მხოლოდ გემებზე არ ახორციელებენ. 3 მარტს ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ მოწყობილი დივერსიის შედეგად რამდენიმე კაბელი დაზიანდა, რომელზეც რეგიონში ინტერნეტის ფუნქციონირებაა დამოკიდებული.