რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ჰააგის სასამართლოს მიერ ორი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების ორდერის გაცემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი რომის სტატუტის მონაწილე არ არის.
„ჩვენ არ ვართ რომის სტატუტის მონაწილეები, ჩვენ არ ვაღიარებით მას. შესაბამისი დამოკიდებულება გვაქვს ასეთი გადაწყვეტილებების მიმართ“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, გუშინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის შორეული ავიაციის მეთაურის, სერგეი კობილაშისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის დაკავების ორდერები გასცა. სასამართლოს ცნობით, ისინი ეჭვმიტანილები არიან უკრიანაში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებასა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში.
ცნობისთვის, ჰააგის სასამართლოს გაცემული აქვს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერიც.