რუსი და უკრაინელი ხალხების სულიერი გაერთიანება გარდაუვალია! – ვლ. პუტინი

მანამ, სანამ საქართველოს მიშისტური ტელევიზიები სოჭის ახალგზრდულ მსოფლიო ფესტივალსა და მასში ქართული დელეგაციის მონაწილეობას გმობენ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთი სწორი, დასაბუთებული და ადამიანური განცხადება გააკეთა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.

უკრაინისა და რუსეთის ხალხები ადრე თუ გვიან გაერთიანდებიან სულიერ დონეზე, ასეთი შედეგი გარდაუვალი იქნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ოთხშაბათს, 6 მარტს, სწორედ “სირიუსის” ფედერალურ ტერიტორიაზე, ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ადრე თუ გვიან, გაერთიანება, სულ მცირე, სულიერ დონეზე მაინც მოხდება. ეს გარდაუვალია. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, აუცილებელია, რა თქმა უნდა, აღმოიფხვრას ყველაფერი, რაც ხელს უშლის ამას“, – განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა.

მისი თქმით, სულიერ გაერთიანებას აფერხებს ნაციონალიზმის გამოვლინებები, რომლის გავლენის ქვეშაც ახლა უკრაინის მოქალაქეები დაუცველად არიან მოქცეულნი.

„ეს არის შხამი, რომელიც წამლავს მრავალი ხალხის სიცოცხლეს, მათ შორის დღეს უკრაინაში“, – ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი ამჟამად ებრძვის ნაციონალიზმს მეზობელ სახელმწიფოში, სადაც წარსულში ნაცისტებთან თანამშრომლები ეროვნული გმირების წოდებაში აიყვანეს.