რუსი ხალხი ჯანსაღი თვითდაჯერებულობით აპირებს დასავლეთის მიერ გაჩაღებული ახალი ცივი ომის მოგებას!

რუსეთი დღეს უპრეცედენტო რაოდენობის დასავლური სანქციების ქვეშაა. ამ სანქციების შემქმნელებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ შეძლებდნენ რუსების გატყორცნას შუა საუკუნეებში თუ არა, მე-20 საუკუნეში მაინც, რის შემდეგაც თანამედროვე ტექნოლოგიებს მიჩვეული განებივრებული ქალაქელები აჯანყდებოდნენ და საკუთარ სახელმწიფოებრიობას დაანგრევდნენ.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას ამის სულაც არ ეშინოდა, ცენტრალური ბანკი იღებს კომპეტენტურ და დროულ ზომებს, რუსეთი მრავალი თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანაა და, სადაც ის არ არის თვითკმარი, საკუთარ საჭიროებებს ფარავს დასავლეთს გარეთ არსებული მსოფლიოს საშუალებით. რუსეთის პარტნიორები არაფრით ჩამოუვარდებიან დასავლეთის ქვეყნებს თავიანთი ეკონომიკის მასშტაბით და ტექნოლოგიის დონით.

მაგრამ საქმე არ შემოიფარგლება რუსეთის მსოფლიოსგან იზოლირების მცდელობებით – თავად დასავლეთი ცდილობს, რამდენადაც ეს შედარებით უმტკივნეულოდ შეიძლება მოხდეს, იზოლირებას რუსეთისგან. დასავლელები მიმართავენ ისეთ ზომებს, როგორებიცაა საზღვრებზე საგუშაგოების დახურვა, რუსების, მათ შორის ჭაღარა ბაბუების დეპორტაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და ვიზების გაუქმება. და რა თქმა უნდა,  აუცილებელ ჩამონათვალში შედის უცხო ენებზე მომუშავე რუსული მედიის ბლოკირება, რომელიც დასავლური მეინსტრიმის ალტერნატიულ თვალსაზრისს სთავაზობს იქაურ საზოგადოებას.

ე. წ. რკინის ფარდა, რომელიც დღეს იქმნება დასავლეთის მიერ, საკმაოდ განსხვავდება იმისგან, რომელიც მე-20 საუკუნის შუა ხანებში შექმნეს. თუკი დასავლეთის ტექნოლოგიურ ბლოკადას საბჭოთა კავშირმა დასავლეთში საბჭოთა სპეციალისტების გადინების აკრძალვით უპასუხა, დღეს ეს მომენტი აღარ არის აქტუალური: რუსეთი არ მიჰყვება სსრკ-ს გზას, არ ზღუდავს თავისი მოქალაქეების მოგზაურობას ქვეყნის გარეთ. და ამის მრავალი მიზეზი არსებობს.

ჯერ ერთი, ჩვენსა და მტერს შორის ცხოვრების დონის თანაფარდობა აღარ არის ისეთი, როგორც ბოლო ცივი ომის დროს ან 1990-იან წლებში იყო. ამ ხნის განმავლობაში დასავლეთმა მოახერხა საკუთარი პრობლემების დაგროვება. ევროპაში უპასუხისმგებლო საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგად წარმოიშვა მიგრანტთა გეტოები, ხოლო არასასურველი ეკონომიკური პროცესები შეერთებულ შტატებში უსახლკარობის ეპიდემია გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში, ეს დანამდვილებით ასეა აშშ-ის მთელ რიგ შტატებსა და დიდ ქალაქებში. თუნდაც ტაკერ კარლსონმა აღიარა, რომ ამერიკაში არ არსებობს მოსკოვის დარი ქალაქები მათი მოხერხებულობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ადრე ასეთი ქალაქები არსებობდნენ.

ქვეყნის სხვა დიდი ქალაქები არ ჩამორჩებიან დედაქალაქს.

მეორეც, დასავლეთი დღეს ყველაზე არამეგობრული ადგილია რუსეთიდან პოტენციური ემიგრანტებისთვის. ინტერნეტი სავსეა იმედგაცრუებულ გაქცეულთა სოციალური ქსელების სკრინშოტებით. საზღვარგარეთ წასულ რუსთა მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა ახერხებს დასავლეთის ქვეყნებში ფეხის მოკიდებას, ამისთვის მათ იშვიათი უნარები სჭირდებათ, კარგი სამუშაოს პოვნისათვის. ამის გარეშე, იქ ყოველდღიური ცხოვრება შეიძლება ჯოჯოხეთად იქცეს.

ეს კონფიგურაცია სასარგებლოა რუსეთისთვის. სამყარო სპეცოპერაციის შემდეგ სულ სხვანაირი იქნება. როგორც ჩანს, გრძელვადიანი დაპირისპირება გარდაუვალია. თუ გადავხედავთ წინა ცივი ომის გამოცდილებას, მაშინ საამისოდ საჭირო წინაპირობები, პირველ რიგში, ადამიანების გონებაში იქნება მიღწეული.

ახალი რკინის ფარდის ცალმხრივი ბუნება, თუნდაც ყოველდღიური ლოგიკის დონეზე, კურნავს ჩვენს მარადიულ კომპლექსს დასავლეთის მიმართ. ყოველივე ამის შემდეგ, თუ სისტემების კონკურენციაში ისინი ცდილობენ თქვენს დახურვას, და თქვენ ამას პრაქტიკულად უგულებელყოფთ, მაშინ თქვენს ქვეყანაში მდგომარეობა, სულ მცირე, მათზე უარესი მაინც არ არის. და ასეთი ჯანსაღი თავდაჯერებულობა ძალიან მნიშვნელოვანია ხალხისთვის, რომელიც ახალი ცივი ომის მოგებას აპირებს.

 

ტიმურ შერზადი,

ორიგინალის სრული ვერსია: “Новый железный занавес оказался дырявым