Ტრამპი – ნატო-მ უნდა გადაიხადოს გადასახადები

ნატო-მ უნდა გადაიხადოს გადასახადები, თუ არ გადაიხდის გადასახადებს, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენ დაცვას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ნატო მხოლოდ ჩემი წყალობით გაძლიერდა, ნატო-ს ქვეყნებს ვაიძულებდი გადაეხადათ. თითქმის ყველა მათგანი მოვალე იყო. აშშ იხდიდა ყველა მათგანისთვის. მე ვთქვი, ნატო-მ უნდა გადაიხადოს თავისი გადასახადები და თუ ის არ გადაიხდის გადასახადებს, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს დაცვას. ფული იხარჯებოდა. სხვა პრეზიდენტების დროს ნატო გაკოტრებული იყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.