მსახიობი გია ბურჯანაძე სიმსივნეს ებრძვის. პირველად ამის შესახებ სექტემბერში გადაცემა “ნოესთან“ ისაუბრა. მსახიობის თქმით, მთელი ცხოვრება ვარჯიშობდა, მაგრამ ერთ დღესაც ვარჯიშიდან დაბრუნებულს, უთხრეს, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა…
მალე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა, გუშინ კი მარჯანიშვილის თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგენისას გამოჩნდა. “ამბებთან” საუბრისას მსახიობმა აღნიშნა, რომ თურქეთიდან ახლახანს დაბრუნდა და ქიმიოთერაპიის კურსს საქართველოში აგრძელებს:
“ორშაბათიდან ისევ ვიწყებ ქიმიოთერაპიას, ახლახანს ჩამოვედი თურქეთიდან, ათი დღეა და აქ ვიწყებ ქიმიოთერაპიას. სამ თვეში ისევ თურქეთში უნდა წავიდე.
სუსტად ვარ შედარებით, თან ახლა ქიმიას რომ ვიწყებ, ცოტა ისეთი პერიოდი მაქვს,” – აღნიშნა მსახიობმა.
ambebi.ge