საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან, ადამიანი, რომელსაც ალბათ ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, მოჰკიდა ხელი „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და დასვეს პრეზიდენტად და ვხედავთ, როგორ არის ჩართული დენსტრუქციული ძალის ფერხულში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადა მალე დასრულდება და ქართველი ხალხი შესაბამის დასკვნას გააკეთებს მის მუშაობაზე.
„მგონი, ყოველ კვირა ვისაუბრო კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე, მგონი, არასწორია. ერთი რამ მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან. ადამიანი, რომელსაც ალბათ წარმოდგენაც და ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, ასეთი ადამიანი, რომლის რეიტინგი იყო დაახლოებით ერთი პროცენტი, მოჰკიდა ხელი „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და დასვეს პრეზიდენტად. რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვხედავთ, როგორ არის ჩართული სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამ დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალის პოლიტიკაში და ფერხულში, პირდაპირ, მათთან კოორდინაციაში. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ქართველი ხალხი ძალიან მალე გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილება. ძალიან მალე დაუმთავრდება სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა და ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, შესაბამის დასკვნას გააკეთებს მის მოღვაწეობაზე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.