იარაღის მსოფლიოს უდიდესი ექსპორტიორების რეიტინგში რუსეთმა მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. 2019-2023 წლებში რუსული იარაღის ექსპორტი 53%-ით შემცირდა 2014-2018 წლებთან შედარებით. ამის შესახებ სტოკჰოლმის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი იუწყება.
მეორე პოზიციას საფრანგეთი იკავებს, საიდანაც იარაღის ექსპორტი 47%-ით გაიზარდა, პირველ ადგილზე კი აშშ არის, რომელიც მსოფლიოში იარაღის მთელი ექსპორტის 42%-ს იკავებს.
იარაღის უმსხვილესი ექსპორტიორების ათეულში შედის ასევე ჩინეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი და სამხრეთ კორეა.
სტოკჰოლმის ინსტიტუტის ცნობით, რუსული იარაღის ექსპორტის შემცირება განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში შეიმჩნევა. თუ 2019 წელს მოსკოვი იარაღს 31 ქვეყანას აწვდიდა, 2023-ში მხოლოდ 12 დარჩა. ამჟამად რუსეთი იარაღს აწვდის, ძირითადად, აზიის, ოკეანიის, აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანას.
ჯერ კიდევ გასულ წელს მსოფლიოში იარაღის უმსხვილესი ექსპორტიორები აშშ და რუსეთი იყო. ამასთანავე, 2018 წლიდან რუსული შეიარაღების ექსპორტი 31%-ით შემცირდა.