ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე წარადგინა.

თავის მხრივ, სარჯველაძემ ნდობისთვის მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა.

„უპირველესად მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის. ჩემთვის პატივია, რომ შესაძლებლობა მექნება ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით მის გუნდში, ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივია და ამავდროულად უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელიც გამაჩნია და ვთვლი, რომ არის ამ ქვეყნის უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, სარჯველაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.