„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას აკეთებს

ხვალ, 12 მარტს, „ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 12 მარტის 17:00 საათიდან 13 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანი-ნაძალადევის რაიონში: ხიზაბავრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას და ჩიქვანაიას ქუჩებს შესახვევებითა და ჩიხებით, ქერჩის, ილორის, ზარზმის და მიმდებარე ქუჩეებს, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, ჩოლოყაშვილის, გამარჯვების და მიმდებარე ქუჩებს, ანდრონიკაშვილის II შესახვევს;

სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, მრევლიშვილის და მიმდებარე ქუჩებს;

ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს შესახვევებითა და ჩიხებით, მუხიანის I და II მიკრო-რაიონებს, III მიკრორაიონის N17-22 კორპუსებს, IVა მიკრორაიონის N 1-7 კორპუსებს, გობრონიძის ქუჩას და ჩიხებს, თემქის III მიკრორაიონის ნაწილს. გაზის, ავჭალა 2-ისა და ცენტოლიტის დასახლებებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS- შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუკისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge