ევროპაში იმდაგვარი სიტუაციაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფერმერები ლამის ერთმანეთის ბაზარზე შესვლასაც აპროტესტებენ, როგორც პოლონეთში აპროტესტებენ უკრაინიდან საქონლის შეტანას…
პროდუქტის მოყვანა და გასაღება უჭირთ, რადგან, დიდი კორპორაციები დიდ დახმარებებს იღებენ და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ, პატარა ფერმებს კი, ანუ, ჩვენ ენაზე გლეხს, მცირე დახმარება აქვს და უჭირს პროდუქტის მოყვანა და გასაღება!
“მწვანე მეურნეობის პოლიტიკამ” ცალკე დაღი დაასვათ, გლობალური დათბობის სახელითა და მიზეზით ათასნაირი შემავიწროვებელი კანონი მოუგონეს..
წინა კვირას კახეთში ვიყავი და იქიდან ადგილობრივი ტაქსით მომიწია წამოსვლამ…
თბილისში რომ შემოვდიოდით , ვხედავდი, შემოღობილ ადგილებში, უამრავ, სხვადასხვა სახის ტექნიკას…
მძღოლს ვკითხე, ეს ტექნიკა იყიდება თუ ქირავდება, სადაც წავედი, აქეთ თუ ბორჯომისკენ, ყველგან ძველი კომუნისტების დროინდელი ტრაქტორებით ვხედავ გლეხს თქო…
იყიდება და ცეცხლის ფასი აქვს, მაგას ვინ იყიდისო…
თუ ვინმე მდიდარ ბიზნესმენს აქვს და აქირავებს, ეგ სხვა საკითხიაო და ეგეც ძვირიაო…
მეთქი, გასულ ზაფხულ-შემოდგომას რუსეთში გაიტანა ვინმემ რამე?
არაო! ვერავინ შეძლოო. აქ ჩააბარეს მაცივრებში და შემოდიოდა ტრაილერები და მიჰქონდათო…
კარგ ფასად ჩააბარეთ თქო და არაო..
რამდენიმე წლის წინ ყაზბეგის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი “ბახტრიონი 1659” -ის გადაღებებზე….
მდიდარი სოფელი იყო, უმაგრესი ხალხით!
საქონელიც ბევრი ჰყავდათ და ოჯახებიც მრავალშვილიანი იყო…
სკოლა კი არა, საბავშვო ბაღსაც კი აშენებდნენ…. ეკლესია ივსებოდა კვირაობით და დღესასწაულებზე…
ქალაქჩი შვილს არ გავუშვებ, ისე გვიდევს ბინები, ეგეც საჭიროაო – ასე მეუბნებოდნენ ადგილობრივი ახალგაზრდა მშობლები…
ფული საიდან? – რუსეთიდან!
ახლოსაა და პირდაპირ ვაჭრობდნენ ჯერ კიდევ მაშინ…
როგორ ჩერდებიან იმ გრძელ ზამთარში და როგორ იყოლიებენ იმდენ საქონელს?- პატრიარქისგან აქვთ საჩუქრად “სითბო”…
მახსოვს, მაშინ ხმა არ გავიღეთ, ვაი თუ ბოროტმა ადამიანებმა მოინდომონ აქაურობის წარწყმედაო…
ანუ, რუსეთის ბაზარი ხელმისაწვდომია, ერთია და ვინ როგორ ხეირობს – მეორე!
ამ ცეცხლის ფასიანი საწვავით და შხამიანი შხამქიმიკატებით ნაოფლარს მაცივარში რომ გაბარებინებენ გლეხს ბობოლა ბიზნესმენები, რა ფულს იშოვნი – მხოლოდ საარსებოს!
ეკონომიკური ორნიშნა ზრდა ამიტომ არ ეტყობა არავის – “ქალაქში” ხელფასებია სასტიკად დაბალი, სოფელში კი კაპიკებში იბარებენ გლეხის ნაოფლარს, უფულობის გამო კი, მას არ აქვს უნარი ამხელა მანძილი დაფაროს, საბაჟო გადასახადები იხადოს და შეუფერხებლად გაიტანოს თავის ნაშრომი საზღვარს იქით…
ყაზბეგში კი, საზღვარი იქვეა და გლეხის ჯიბეში ფულიც იგრძნობა!…
რუსეთში, წინადადება წამოაყენეს ნატოს ქვეყნებიდან და მათი მოყვარული ქვეყნებიდან ღვინის იმპორტი ავკრძალოთო…
რუსი ისეთია, თუ მოინდომა, ჯინაზე საზღვარსაც არ გადაკვეთს, შიდა ტურიზმის ათასნაირი ნაირსახეობა აქვს – ყველაფერი აქვს, რაც კი დედამიწაზე არსებობს …
ეს “ბაბაის ძახილი” კი არ არის – ყვირილია, უტვინობით დავიღუპებით-ო!
თითქმის 100 წლის წინ, წაგებულ გერმანიას მივემხრეთ , რომელმაც ბრიტანეთს გადაულოცა ჩვენი თავი, რომლის წყალობითაც უამრავი ჭირი შეგვემთხვა, ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად…
მანამდე 100 წლის უკან, რუსეთ – თურქეთ-ირანმა ერთმანეთი დახოცეს კავკასიის გამო. რუსეთი ებრძოდა ორივეს და ორივეს მოუგო…
ლამის მთელი 1800-იანები მიმდინარეობდა ეგ ბრძოლები და გაიხაზა და გაიწერა საბოლოოდ საზღვრები და გავლენები…
რუკას დახედეთ!!!!
რატოა რუსეთი ამხელაო?!
ამხელა იმიტომ არის, რომ საკუთარი “საზღვრის დადგენა გაუჭირდა” და
უნდა თუ არ უნდა, ეს საზღვარი სამხრეთით თურქეთსა და ირანს ებჯინება ბუნებრივად, რადგან სამივე იმპერიაა….
იმპერიები კი, პატარა ქვეყნებს ნაკლებად ეკითხებიან რამეს, რადგან საკუთარი თავი აქვთ გადასარჩენი და გასაძლიერებელი….
1555 წელს “ამასიის ზავით” ირანმა და ოსმალეთმა შუაზე გაგვიყო!!!
ჩვენი, მათ მიერ “ხელდასხმული” მეფეები კი, ორივეს ეომებოდა ორივეს ხელით და 1555 საბედისწერო წლის შემდეგ, 1563 წელს ლევან კახთა მეფემ, რომელიც დიდ ძალაუფლებას და ქონებას ფლობდა, ელჩობა გაგზავნა რუსეთს, რათა ივანე მრისხანეს ჯარი გამოეგზავნა კახეთის ციხეებში ჩასაყენებლად!!!!
ამ პერიოდშიც და შემდგომაც, ალექსანდრეს მეფობის დროს, სრული ქაოსი იდგა ჩრდილო კავკასიაში…
ათასნაირად დაყოფილი ერთმანეთს ებძოდნენ “სამთავროები” თურქეთ-ირანის სასარგებლოდ, ბოლოს კი, ისინიც მიხვდნენ, ცუდად გვაქვს საქმეო და რუსეთს სთხოვეს თერგზე ციხესიმაგრის აშენება და ჯარის ჩაყენება…
სულ მანამდე 100 წლით უკან კი ბიზანტია დაეცა 1453 წელს ევროპის დიიიდი მოწადინებით!!!
ბიზანტია დაეცა და რუსეთს დაერქვა “მესამე რომი”…
პ.ს. ჩვენი განადგურებული სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო ცუდ პერსპექტივებზე და ბობოლა ბიზნესმენების კიდევ უფრო გამდიდრებაზე ვწერდი და “სად წამიყვანა”….
ჩემი ბრალი არ არის, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული…
ისტორია “ცოცხალი არსებაა და თავისი ცხოვრებით ცხოვრობს”….
თუ მართლა მიიღო რუსეთმა კანონი ნატოსა და მისი მოტრფიალე ქვეყნების პროდუქტების “დასანქცირებაზე”, კაი დღე არ დაგვადგება ყოველმხრივ, გინდ უკონომიკურად და გინდ “მეორე ფრონტით” …..
“ქართული ოცნება” ათას რამეს დაგვპირდება საარჩევნოდ პოპულისტურად, მაგრამ მათი დაპირებები უკვე მოსმენილი გვაქცს 2012-2016-2020 წლების არჩევნების წინ…
მართალია, ეხლა , ცოტა განსხვავებულსაც ამბობენ, ანუ მთლიანად ითვისებენ “ალტ-ინფოს” საუბარს, მაგრამ მხოლოდ სულელი თუ წამოეგება მაგ ზღაპარზე!!!
2 რამ აქვთ გასაკეთებელი : გააუქმონ ანტიდისკრიმინაციული კანონი და კონსტიტუციიდან ამოიღონ ჩანაწერი ნატოსკენ სწრაფვაზე და მერე დავფიქრდები, რა როგორ….
მაია დვალიძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი