რუსულ-საბჭოთა ბომბი, რომელსაც უკრაინის ფრონტზე გარდატეხა თანდათან შეაქვს

რუსულმა საჰაერო ბომბმა ФАБ-1500, თავის დამიზნებისა და კორექციის უნიფიცირებულ მოდულთან (УМПК) ერთად, რომელსაც, სავარაუდოდ, მასობრივად აწარმოებენ და იყენებენ რუსული ჯარები, „გაანადგურა უკრაინის თავდაცვა და შეცვალა ბალანსი საბრძოლო კონტაქტის ხაზზე“, – წერს CNN გამოკითხულ სამხედრო პერსონალსა და ექსპერტებზე დაყრდნობით.

როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, ბომბი არის 1,5-ტონიანი იარაღი, რომლის თითქმის ნახევარი ფუგასური ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან შედგება. დამიზნება-კორექტირების მოდულით მას შეუძლია 70 კმ-მდე მანძილის დაფარვა, რაც ამ იარაღის გაშვებას უკრაინის მრავალი საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის მიუწვდომელს ხდის, – იუწყება CNN.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტი ჯოზეფ ტრევიტიკი რუსების ამ სამხედრო პროდუქტის გამოყენების შედეგად განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს “ბევრად უფრო დამანგრეველად” მიიჩნევს, სხვა ვარიანტებთან შედარებით. ეს მით უფრო, რომ დარტყმის განხორციელებისას, რუსულ თვითმფრინავებს შეუძლიათ, მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზიდან საკმარისად შორს დარჩნენ.

“მართალია, ბომბის სამართავი ნაწილების წარმოება იოლი არ არის, მაგრამ რუსები საბაზისო ასაფეთქებელ ნივთიერებებს უზარმაზარი რაოდენობით ფლობენ” – დასძენს ამერიკელი კოლეგის შეფასებას ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამეფო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ჯასტინ ბრონკი.

სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთმა საბჭოთა ეპოქის საბაზისო იარაღი გადააქცია მართვად ბომბად, რომელსაც მიზანთან შეჯახებისას შეუძლია, შექმნას 15 მეტრის სიგანის კრატერი.

„დონეცკის რეგიონში ბრძოლის ბოლოდროინდელმა ვიდეოებმა აჩვენა ამ ბომბების უზარმაზარი ძალა, რადგან ისინი ურტყამდნენ თბოელექტროსადგურებს, ქარხნებსა და მაღალსართულიან შენობებს – ადგილებს, საიდანაც უკრაინელები კოორდინაციას უწევენ თავდაცვას“, – აღნიშნავენ სტატიის ავტორები.

წყაროს ცნობით, ФАБ-1500-ის გამოყენება დიდ ზეგავლენას ახდენს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების მორალზე. ჟურნალისტების მიერ გამოკითხულმა ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ აღნიშნა, რომ “ФАБ-500-ებს კიდევ შევეგუეთ, მაგრამ ФАБ-1500 ნამდვილად ჯოჯოხეთური იარაღია, ყველა ჩვენი მებრძოლი ამას ვერ უძლებს”.

აქვე, ჩვენი მხრიდან, დავძენთ, რომ აღნიშნული ბომბების ეფექტურობაზე სხვადასხვა წყაროები, მათ შორის, დასავლური მასმედია, უფრო ადრეც, 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, იუწყებოდა.

თუმცა, მოდერნიზებული რუსული ბომბი ერთადერთი მიზეზი არ არის, რაც კიევის რეჟიმის ჯარებს ცუდ დღეში აგდებს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გადამდგარი გენერალი სერგეი კრივონოსი ამბობს, რომ რუსული ჯარები გაძლიერებულ ტაქტიკას მიმართავენ და წინ მიიწევენ. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებს კარგად აქვთ ორგანიზებული დაზვერვა და ფლობენ საჭირო მონაცემებს სამხედრო ნაწილებს შორის არსებული ყველა უკრაინული კვანძის შესახებ. უკრაინული ძალები განიცდიან საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის დეფიციტს, ხოლო რუსული არმია უპილოტო თვითმფრინავებსა და ნაღმტყორცნებს დიდი რაოდენობით იყენებს.

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილება გენერალ ვალერი ზალუჟნის მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ “სერიოზული შეცდომა იყო”. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. თავის მხრივ, ზალუჟნის მემკვიდრე გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე, გენერალი ალ. სირსკი იმავე უხერხულ შეკითხვებს სვამს ჯარის მომარაგების თაობაზე, როგორი კითხვებიც ზალუჟნისგან ისმოდა.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ანა მალიარმა, რადიო NV-ზე საუბრისას, ორჯერ გაიმეორა შეცდომა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ავდეევკაზე კონტროლის დაკარგვას ავდეევკის გათავისუფლება უწოდა.

დაბოლოს, გთავაზობთ ФАБ-1500-ის ძირითად საბრძოლო მონაცემებს: