ტარიელ ნაკაიძე აჭარლებით იმუქრება

პარლამენტში “ევროპული საქართველოს” კვოტით შეყვანილი, უცხოეთის გავლენის აგენტი ტარიელ ნაკაიძე ყრუდ ემუქრება საქართველოს, “თანასწორობის” და “კანონის” ლოზუნგის მოშველიებით.

მუქარები განპირობებულია ადიგენში მომხდარი პროვოკაციული ინციდენტით, როდესაც, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ვინმე იუსუფ მიქელაძის სახლში, მუსლიმური სამლოცველო მოეწყო და რეგიონის სოფლებიდან მუსლიმების ხელოვნურად ჩამოყვანის მცდელობას ჰქონდა ადგილი, ვითომდა, სალოცავად. ადგილობრივმა მოსახლეობამ, ეკლესიის წარმომადგენელთა წინამძღოლობით, ეს ანტიქართული მცდელობა, როგორც ცნობილია, ჩაშალა. ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ხალხის აზრს გაითვალისწინებს.

ინციდენტის შემდეგ, ტ. ნაკაიძე ოპოზიციურ ტელეარხზე ამბობს, რომ იგი “აჭარაში იმყოფება” და ადგილობრივებს “მათივე სურვილით” ხვდება. ვითარება, მისი თქმით, “ძალიან დაძაბულია”.

მუქარა მდგომარეობს იმაში, რომ ნაკაიძე ირწმუნება – მე ვარ ის, ვინც აჭარლებს აკავებს და აჯერებს, მოიცადონო. თორემ, გამოდის, რომ ნაკაიძის გარეშე, აჭარლები დაიძრებიან აბასთუმნისკენ და რაღაცას ისეთს იზამენ, რაც ეკლესიას და ადგილობრივ ადამიანებს არ მოეწონებათ.

მოუსმინეთ ნაკაიძის მუქარას ვიდეოზე, 4 წთ. 35 წმ.-იდან.