“ტრამპი იყო მშვიდობის პრეზიდენტი, მან მოიპოვა პატივისცემა მსოფლიოში და შექმნა პირობები მშვიდობისთვის, ტრამპის დაბრუნება გვჭირდება, ისე როგორც არასდროს”- რას აცხადებს ვიქტორ ორბანი

ტრამპი იყო მშვიდობის პრეზიდენტი, – ასე აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თეთრი სახლის ექსლიდერ დონალდ ტრამპს.

ორბანის განცხადებით, ტრამპის პრეზიდენტობის დროს ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მშვიდობა იყო.

„დონალდ ტრამპი იყო მშვიდობის პრეზიდენტი. მან მოიპოვა პატივისცემა მსოფლიოში და შექმნა პირობები მშვიდობისთვის. მისი პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში. ჩვენ გვჭირდება მისი დაბრუნება, როგორც არასდროს“, – წერს ორბანი X-ზე.

ინფორმაციისთვის, ორბანი გასულ კვირას ტრამპს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდა.