ნიდერლანდელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ნახატი – „მოხუცი ქალი თეთრი ქუდით“ ხელოვნებისა და ანტიკვარების ყოველწლიურ გამოფენაზე გაიყიდა. ახალმა მფლობელმა პორტრეტში 4,5 მილიონ ევროდ გადაიხადა.
„ქალი თეთრი ქუდით“ 1884 წლით თარიღდება. ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავით ტილოზე ზომით 63/48 სანტიმეტრი. 1884 წელს მხატვარი ნიდერლანდების ქალაქ ნუენენში ცხოვრობდა.
ნამუშევარი გასაყიდად ამერიკულმა გალერეამ გამოიტანა.
„ახალი მფლობელი კერძო პირია, რომელსაც ევროპის ფარგლებს გარეთ კერძო მუზეუმი აქვს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.