რა მითითებები მისცა პრემიერმა მის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში?

პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება, პოლიტიკური ინტერესების დაცვა და ეკონომიკური კუთხით არსებული კონკრეტული ამოცანები, – ეს ის საკითხებია, რომლებთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს გიორგი ქაჯაიას მისცა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ამოცანები იგივე რჩება. თქვენ იცით როგორია ურთიერთობების რეჟიმი გვაქვს [რუსეთთან] და ამის ფარგლებში, გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომლის მიზანი მშვიდობის შენარჩუნებაა, ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესების დაცვა და ეკონომიკური კუთხით გვაქვს კონკრეტული ამოცანები და პრიორიტეტები – ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ის საუბარი, რომელიც ჩემსა და ქაჯაიას შორის შედგა“, – განაცხადა კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ ზურაბ აბაშიძემ პრემიერის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლის თანამდებობა საკუთარი ნებით 12-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა და ეს მისი სურვილი იყო. 11 იანვარს მიღებული საკადრო გადაწყვეტილების ფარგლებში ირაკლი კობახიძემ ზურაბ აბაშიძის ადგილას გიორგი ქაჯაია დანიშნა.