ასლან ბჟანიას ესკორტი ავარიაში მოყვა

სოხუმის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას ესკორტი ავარიაში მოყვა. ავარიის დროს ასლან ბჟანია ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა. ინფორმაციას „ეხო კავაზაა“ ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ავარიის დროს ბჟანია არ დაშავებულა.

„ალბათ პრეზიდენტის კორტეჟის მძღოლები ფიქრობენ, რომ მათ არანაირი კანონი არ ეხებათ, და რომ მათ სხვა მძღოლები რომ დაინახავენ, მაშინვე გზიდან უნდა გადავიდნენ. ამიტომ პრეზიდენტის დაცვის მანქანა საპირისპირო მხარეს მოძრავ მანქანას დაეჯახა. ეს გასაოცარია, რადგანაც კიდე ორი ზოლი იყო თავისუფალი, მაგრამ კორტეჟის მანქანამ მოახერხა და ერთადერთ ავტომობილს დაეჯახა, რომელიც ტრასაზე მოძრაობდა“ – წერია ინფორმაციაში.

სოხუმის დე ფაქტო ძალოვან უწყებებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დაზიანებულ ავტომობილში მყოფი მძღოლის მდგომარეობა უცნობია.