ლუქსემბურგის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია – ჯაბა კანკავა ნაკრებში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს ჩაატარებს ლუქსემბურგის წინააღმდეგ.

აღნიშნული შეხვედრისთვის, რასაც შეიძლება ფინალიც დაემატოს (საბერძნეთთან ან ყაზახეთთან), ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობა პრესკონფერენციაზე დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა ჯაბა კანკავა! სიაში არ არის გიორგი არაბიძე.

ფრანგმა სპეციალისტმა უმნიშვნელოვანესი და წლის მთავარი მატჩებისთვის შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი

მცველები: საბა კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს 21 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.