რაკეტა, რომელსაც იაპონური თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე უნდა გაეყვანა, სტარტის შემდეგ რამდენიმე წამში აფეთქდა. კერძო კომპანიის მიერ კოსმოსური აპარატის გაშვების პირველი მცდელობა იაპონიაში წარუმატებელი აღმოჩნდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
18-მეტრიანი რაკეტა Kairos კერძო კოსმოდრომიდან, Space Port Kii-დან გაშვების შემდეგ აფეთქდა. ინციდენტი იაპონიის დასავლეთ ნაწილში, ვაკაიამას პრეფექტურაში მოხდა.
ვიდეოზე ჩანს, რომ აფრენიდან რამდენიმე წამში რაკეტა კურსს იცვლის, შემდეგ კი აფეთქება ხდება. კომპანია Space One-ის ინფორმაციით, რაკეტის ფრენა მათ შეწყვიტეს, რადგანაც მან კურსი დაკარგა.
ამჟამად ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.