ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა გენდერული შფოთვისა და გენდერული იდენტობის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების დანიშვნა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ სქესობრივი მომწიფების დამთრგუნველი ჰორმონების უსაფრთხოების, ან კლინიკური ეფექტურობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება არ აქვთ.
მათივე თქმით, გადაწყვეტილება ლგბტქ+ ჯგუფებმა დაგმეს.
ბრიტანული მედიის ცნობით, სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები ახლა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის იქნება ხელმისაწვდომი კლინიკურ კვლევებისთვის და, ასევე, ზოგიერთი კერძო კლინიკისთვის. ამჟამად სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებს ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მეშვეობით 100-ზე ნაკლები ახალგაზრდა იღებს და ისინი მკურნალობის გაგრძელებას შეძლებენ.