რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას გზავნილს, რომ ლიეტუვაში პუტინის არავის ეშინია.
ნაუსედას ეს განცხადება ლიეტუვაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირეზე, ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმას ეხებოდა. ვოლკოვს თავს ლიეტუვაში დაესხნენ. ვოლკოვზე თავდასხმის შემდეგ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ ეს აშკარად კრემლის გავლენით მოხდა. ნაუსედამ განაცხადა რომ ლიეტუვაში პუტინის არავის ეშინია.
ვოლკოვზე განხორციელებულ თავდასხმაზე კი პესკოვის პასუხი ასეთია.
„ვერ გავაკეთებთ კომენტარს, ლიეტუვაში ხალხს რა ემართება. ვფიქრობ, ლიეტუვას შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოთ ან პოლიციას“.