„ჰამასმა“ შეერთებულ შტატებსა და სხვა შუამავლებს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებს მძევლად აყვანილი ისრაელის მოქალაქეების გათავისუფლებას პალესტინელი ტყვეების თავისუფლების სანაცვლოდ, რომელთაგან 100 ადამიანს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჰამასმა“ განაცხადა, რომ თავდაპირველად გაათავისუფლებენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებსა და ავადმყოფებს, სანაცვლოდ კი ისრაელის მხარემ ციხეებში მყოფი 700-1000 პალესტინელი უნდა გამოუშვას. შეთავაზება მოიაზრებს ისრაელის „ქალ წვევამდელთა“ გათავისუფლებასაც.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უწყებამ „ჰამასის“ ეს წინადადება შეაფასა, როგორც „არარეალური მოთხოვნა“.
ეგვიპტე და ყატარი ცდილობენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის უთანხმოება შეასუსტონ, რადგან ღაზის სექტორის მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისისა და შიმშილის წინაშე დგას.