რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად.
არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 4 კანდიდატი მონაწილეობს: ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან“, ნიკოლაი ხარიტონოვი „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან“ და ვლადისლავ დავანკოვი „ახალი ხალხის“ პარტიიდან.
რუსეთში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 112 309 947 ადამიანს შეადგენს.
პუტინის ხელახალი არჩევა მის მმართველობას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.