სააკაშვილი და კეზერაშვილი ფულის ნაკლებობას არ განიცდიან და ლობისტებზე ასიათასობით დოლარს ეფექტურად ხარჯავენ

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის კუთვნილი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs-ის საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტების თანახმად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში – 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლის პერიოდში ლობისტები აქტიურად ცდილობდნენ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტურმა ჯგუფმა ჯამში 420 დოლარი მიიღო.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად ლობისტური კომპანია Cornerstone Government Relations-ის მცდელობისა კონგრესსა და სენატში შეხვედრების გამართვის შესახებ, ლობისტების მოთხოვნები, პრაქტიკულად, უპასუხოდ დარჩა. ლობისტურმა ჯგუფმა ვერც ერთ სენატორთან ან კონგრესმენთან შეხვედრის ორგანიზება ვერ უზრუნველყო. ლობისტებმა შეძლეს შეხვედრების დაგეგმვა კონგრესის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელთან. ტელეკომპანიის რომელი წარმომადგენელი ესწრებოდა შეხვედრებს, დაკონკრეტებული არ არის.

აღიშნული ანგარიშის მიხედვით, ლობისტების ბოლო აქტივობა 2024 წლის იანვარში ფიქსირდება, რომელიც 2024 წელს საქართველოში „მაკკეინის ინსტიტუტის” საქმიანობის დაგეგმვას უკავშირდება.

 

რაც შეეხება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულ ლობისტებს, ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა – აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე.

პირველად ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანია „ფორმულამ” ამერიკული ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs-ი დაიქირავა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 2023 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა.

კონტრაქტის დეტალები

ოპოზიციურმა ტელეკომპანია „ფორმულამ” ამერიკულ ლობისტურ კომპანია Cornerstone Government Affairs-თან 420 ათასი დოლარის კონტრაქტი გააფორმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, 2023 წლის მაისიდან კომპანიამ დაიწყო ტელეკომპანია „ფორმულას” აქტიური ლობირება და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის აშშ-ის კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების, ამერიკის მედიასაშუალებების, ანალიტიკური ცენტრებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მიწოდება.

ანგარიშში ასევე საუბარია ლობისტური ჯგუფის კავშირებზე აშშ-ში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან (Alex Raufoglu), რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგების დროს საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებებითაა ცნობილი.
ასევე ვლინდება ლობისტური კომპანიის კავშირები აშშ-ის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, როგორიცაა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე. მან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მისამართით არაერთხელ გააკეთა კრიტიკული განცხადებები.

დასკვნა:
სააკაშვილსა და კეზერაშვილს ფული არ აკლიათ და ეფექტურადაც ხარჯავენ ამერიკელ ლობისტებზე. ამ ფაქტების კონსტატაცია ქართულ მასმედიაში საქმეს არ უშველის. პოლიტიკის რადიკალურად გადაწყობის გარეშე, ქარის დამთესი “ქ.ოცნება” ქარიშხალს მოიმკის.