ბაიდენი კონგრესს: მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოსაწერად

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, დაამტკიცოს ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს.

ბაიდენის თქმით, დახმარების ეს პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისა და ისრაელისთვის.

„მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოსაწერად. კანონპროექტი მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას და არანაკლებ მნიშვნელოვანია ღაზას სექტორის ჰუმანიტარულ დახმარებისთვის. მათ ეს ნამდვილად სჭირდებათ“, – აღნიშნა ბაიდენმა.