ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ პირველად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება გემით ჩაიტანეს.
ხომალდი, რომელმაც კვიპროში სამშაბათს 200 ტონა სურსათი დატოვა, ღაზის სანაპიროს გუშინ მიადგა. ბორტიდან ჰუმანიტარული დახმარება უკვე გადმოტვირთეს.
ჰუმანიტარული მისია საქველმოქმედო ორგანიზაციის „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ ორგანიზებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობით ხორციელდება. ღაზას არ აქვს მოქმედი პორტი, ამიტომ ორგანიზაციამ „მსოფლიოს ცენტრალურმა სამზარეულომ“ ნავსადგომი ააგო.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, კვიპროსიდან წამოსვლამდე ხომალდმა და ტვირთმა შემოწმება გაიარა.