ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანურ ტურნირზე გამოსვლა ნახევარფინალურ ეტაპზე დაასრულა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანეთში მიმდინარე ლეს ფრანკესეს დელ ვალესის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა ნახევარფინალურ ეტაპზე დაასრულა.

ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ნიკოლოზი ბრიტანელ ჟილ ჰუსეისთან ორ სეტში, 4:6, 1:6 დამარცხდა. ჰუსეიმ პირველ სეტში გადამწყვეტი ბრეიქი მეათე გეიმში შეასრულა, ხოლო მეორე სეტში ბასილაშვილს შანსი, პრაქტიკულად, არ ჰქონია.

ტრავმის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ესპანური ტურნირი ყველაზე წარმატებული იყო, მან სამი ეტაპის გავლა მოახერხა.

ქართველ ჩოგბურთელს კარიერაში ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, მისი საუკეთესო შედეგი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში კი მე-16 ადგილი იყო.