საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია “ე. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” ეგიდით, მოსკოვში ქართული დელეგაცია გაემგზავრა, “სადამკვირვებლო” სტატუსით.
ქართული დელეგაციის წევრების ნაწილი უცხოელ დელეგატებთან ერთად, მოსკოვი
ქართველების ამოცანაა, რუსეთში დაწყებულ საპრეზიდენტო არჩევნებს (15-17 მარტი) მოსკოვის საარჩევნო უბნებზე დააკვირდნენ. დელეგაციის წევრები არიან: დიმიტრი ლორთქიფანიძე (“პრიმაკოვის ცენტრის” დირექტორი), პროფ. თამარ კიკნაძე (სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი), “გეპეის” კიდევ ერთი პროფესორი – თემურ მაისურაძე, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრი – მიხეილ ჟღენტი, “ექსპერტი პლიუსის” დირექტორი ვასილ კაპანაძე.
როგორც რუსული ოფიციალური სააგენტო, “სპუტნიკ-საქართველო” იუწყება, არჩევნების დასაკვირვებლად სულ აკრედიტებულია 700 დამკვირვებელი 107 ქვეყნიდან, მათ შორის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებიც არიან.
საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებამდე, აღნიშნული შემადგენლობა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს მამუკა ფიფიას შეხვდა.