ამინდი: გზის რომელ მონაკვეთში მოქმედებს შეზღუდვები, როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი (რეგიონების მიხედვით) და როდის გამოიდარებს

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თო­ვის და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ჩხე­რე(სა­რე­კი)-უზუნ­თა-შქმე­რი-ზუ­და­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მცხე­თა–სტე­ფან­წმინ­და–ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)–კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის საფრ­თხის დონე მა­ღა­ლია, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მლე­თა-გუ­და­უ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­უ­ჩე­რებ­ლად გავ­ლის რე­ჟიმ­ში.

ამას­თან, მა­თი­ვე ცნო­ბით, მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

“თბი­ლის­ში 16 მარტს გაწ­ვიმ­დე­ბა და ქა­რიც გაძ­ლი­ერ­დე­ბა, ხოლო 17 და 18 მარტს უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა.

ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +14, +16 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში (ბა­თუ­მი, ქო­ბუ­ლე­თი, ანაკ­ლია, ფოთი) 16 მარ­ტი­დან 17 მარ­ტის დი­ლამ­დე იწ­ვი­მებს, 18 მარტს კი გა­მო­ი­და­რებს.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში (ქუ­თა­ი­სი, ზეს­ტა­ფო­ნი, ზუგ­დი­დი, მარ­ტვი­ლი, ოზურ­გე­თი): 16 მარტს გაწ­ვიმ­დე­ბა. 17 მარტს დი­ლით გა­მო­ი­და­რებს და 19 მარ­ტამ­დე უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში (ამ­ბრო­ლა­უ­რი, ონი, ცა­გე­რი, შოვი, ჭი­ა­თუ­რა, სა­ჩხე­რე, ხულო): 16 მარტს გაწ­ვიმ­დე­ბა, 17 მარტს დი­ლით გა­მო­ი­და­რებს და 19 მარ­ტამ­დე უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში (მეს­ტია, ბახ­მა­რო): 16 მარტს მო­თოვს. 17 მარტს დი­ლით გა­მო­ი­და­რებს და 19 მარ­ტამ­დე უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა.

ქარ­თლში (რუს­თა­ვი, ბოლ­ნი­სი, მარ­ნე­უ­ლი, გარ­და­ბა­ნი) 16-17 მარტს ზო­გან წვი­მი­ა­ნი და ქა­რი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა. 18 მარტს გა­მო­ი­და­რებს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +10, +15 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა.

კა­ხეთ­ში (სა­გა­რე­ჯო, თე­ლა­ვი, გურ­ჯა­ა­ნი, სიღ­ნა­ღი, ლა­გო­დე­ხი, ყვა­რე­ლი, ახ­მე­ტა, დე­დოფ­ლის­წყა­რო): 16 მარტს გაწ­ვიმ­დე­ბა. 17-18 მარტს უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +15, +17 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში (ახალ­ცი­ხე, ბორ­ჯო­მი, დუ­შე­თი, თი­ა­ნე­თი, ფა­სა­ნა­უ­რი): 16-17 მარტს ზო­გან იწ­ვი­მებს. 18 მარტს გა­მო­ი­და­რებს. ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +8, +13 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში (ახალ­ქა­ლა­ქი, წალ­კა, ბა­კუ­რი­ა­ნი, გუ­და­უ­რი, ომა­ლო): 16-17 მარტს ზო­გან მო­თოვს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +4, +9 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.