ყველაფერი შესაძლებელია – პუტინი რუსეთსა და ნატოს შორის შესაძლო კონფლიქტზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ნატოს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შესაძლებლობა არ გამორიცხა და განაცხადა, რომ ამან შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს.

„მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია თანამედროვე სამყაროში. ყველასთვის ნათელია, რომ ეს იქნება ერთი ნაბიჯი სრულმასშტაბიანი მესამე მსოფლიო ომისგან“, – განაცხადა პუტინმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, შესაძლებელია თუ არა რუსეთსა და ნატოს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტი.

პუტინმა თავის საარჩევნო შტაბში გამოსვლისას თქვა, რომ მისი ახალი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ის მოაგვარებს უკრაინის წინააღმდეგ ომის პრობლემებს და გააძლიერებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.