ვლადიმირ პუტინმა არჩევნებში გაიმარჯვა

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ბიულეტენების 98%-ის დათვლის შემდეგ მან ამომრჩეველთა ხმების 87,7% მიიღო. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

მეორე ადგილზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი ნიკოლაი ხარიტონოვი გავიდა – 4,3%, მესამეზე კი დუმის ვიცე-სპიკერი, ვლადისლავ დავანკოვი გავიდა. მან ხმათა 3,8% მიიღო.

დუმის კიდევ ერთმა წევრმა ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა, 3,1% მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 15-17 მარტს გაიმართა. ოფიციალურ წინასწარ შედეგებს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია 18 მარტს გამოაქვეყნებს.