კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის კავკასიაში ვიზიტზე. პესკოვის თქმით, მოსკოვისთვის ცნობილია ნატო-ს სურვილი, რომ გააფართოოს მისი გავლენა და არასტაბილურობა შემატოს რეგიონს.
„ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ნატო-ს ზოგადი მისწრაფებები, რომ გააძლიეროს მისი კავკასიაში ყოფნა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მისი გავლენები ნაკლებ სავარაუდოა, რომ სტაბილურობას შემატებს კავკასიას და სიტუაციის პროგნოზირებადობას“, – თქვა პესკოვმა.
მისივე თქმით, რუსეთი აპირებს, ყურადღება გაამახვილოს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რომლებიც რუსეთს აქვს რეგიონის ქვეყნებთან.