კამალა ჰარისმა მორიგი, უხერხული, უსუსური, უვიცი ნაბიჯით, ცხადია, პოლიტიკურით, დაადასტურა მისი კოლეგა პოლიტიკოსების დახასიათება, გაკეთებული სისტემატურად, ჰარისის მიმართ — ესოდენ ცუდი ვიცე-პრეზიდენტი არ ჰყოლია აშშ-ს. ამერიკელებისთვის გაუგებარია ჰარისის ვითომ ღრმა ფილოსოფიური განცხადებები, ხშირად ასევე გაუგებარი ხითხითით „გალამაზებული“. არადა, ავადმყოფი ბაიდენი ამ ქალბატონმა შეიძლება ჩაანაცვლოს. მოსალოდნელი რეალობის წინაშე მდგომი ამერიკელი, კამალა ჰარისის შემხედვარე, დიდხან სიცოცხლეს უსურვებს ღრუბლებში მფრინავ, დემენციით შეპყრობილ ბაიდენს.
მიუნხენის გამოსვლა ჰარისისა შორს იყო ფილოსოფიური მოსაზრებებისგან, ვინაიდან მიუნხენის კათედრა სხვას ითხოვდა — მიწიერს, ანტირუსულს, პროპაგანდისტულს და მანაც არ დააყოვნა. ჰარისის მიერ გადმოფრქვეული მარგალიტები, ანჩხლი დედაკაცების მეტყველების შესაფერისი, იმ ჭორიკნობას ჰგავდა, უკრაინული ჭორბიურო რომ სისტემატურად იყენებს რუსეთის და რუსთა დასახასიათებლად.
ჰარისის ნათქვამში სიახლე, თუნდაც ლანძღვა-გინების თვალსაზრისით, ვერ დავინახე — ტრაფარეტული ლანძღვა იყო რუსეთისა, მაგრამ დამამახსოვრდა ერთი, რუსი ჯარისკაცის სიმხეცე — 4 წლის ბავშვის გაუპატიურებით, მოკვლით. დამამახსოვრდა მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვა რუსთა ავიაციის მიერ და ა.შ.
მაინც რა გადაქანებული უნდა იყოს ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც თავს აკადრებს „მამალი“ ტყუილების გასაჯაროებას, თანაც მიუნხენის კონფერენციაზე. აი, ასეთი ტყუილების გამო ხომ არ გახუნდა ერთ დროს რესპექტაბელური კონფერენცია?!
ჰარისის ტყუილი იყო წყლის წვეთებივით მსგავსი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებისა, რომ დონბასში ჩატარებული რეფერენდუმი, რუსი ჯარისკაცების მოღერებული ავტომატების ქვეშ ჩატარდა; რომ რუსი ჯარისკაცები ადგილობრივ ქალებს ჯერ აუპატიურებდნენ, შემდეგ აიძულებდნენ ბიულეტენების ყუთში ჩაყრას.
საინტერესო პროცედურაა საარჩევნო უბნებში გახურებული სექსით და ხმის მიცემით.
ამის მომსმენს, უმალ გამიჩნდა სურვილი შევკითვოდი ბერბოკს — დეტალურად აეხსნა, ცხადია, ნატურალური სცენების დემონსტრირებით, ეს სცენა. გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გაუჭირდება ახსნა. არადა, რა შესანიშნავი სიუჟეტია ჰოლივუდისთვის?!
სიცრუის დემონსტრირება, ტირაჟირება წამლავს საზოგადოებას და ნეგატიურად, აგრესიულად განაწყობს ფალსიფიკაციის ადრესატის, ანუ რუსეთის მიმართ.
სულ ახლახანს „დეზერტირების“ ბაზარში წავაწყდი პროპაგანდის მსხვერპლის არაადამიანურ ქცევას, რომელსაც მყიდველის სიცოცხლე, შეიძლება, ემსხვერპლა. ყასაბი მყიდველს ეუბნებოდა, თუ როგორ დააქცია ივანიშვილმა საქართველო, იმიტომ, რომ ივანიშვილი რუსია, რის შესახებ მეხორცის ნათესავს უთქვამს მისთვის. ივანიშვილის ბაბუის ბაბუა რუსეთიდან საქართველოში გადმოსახლებულა და ადგილობრივებს, ანუ ქართველებს მისთვის „ივანა“ შეურქმევიათ.
ასე გაჩნდა საქართველოში ივანიშვილის გვარიო.
მყიდველმა ჰკითხა, რა შუაშია ივანიშვილის გვარი მის საშინელ ქცევასთანო, რაზეც გამყიდველმა უპასუხა — რუსები სადისტები არიან, ჩემი თვალით ვნახე რუსმა ჯარისკაცმა, ტყვიით როგორ გაუხვრიტა შუბლი უკრაინელ ჯარისკაცს და შემდეგ თავი მოსჭრაო. სად ნახეო — ჰკითხა მყიდველმა. სად და ტელევიზორშიო. ტყუილია ის, რაც შენ ნახეო — თქვა მყიდველმა. როგორ თუ ტყუილია, ჩემი თვალით ვნახეო. ჰოდა, შენ რომ ნახე, ის არის ტყუილიო — მიუგო მყიდველმა. შენ რას მაკადრებ, მე ტყუილებს ვამბობო? და დანა, რომლითაც ხორცს ჭრიდა, ისე, ავის მომასწავებლად შეათამაშა ხელში, კარგი არაფერი ელოდა ამ „დიალოგის“ ფინალს.
გახელებულმა გამყიდველმა საბედნიეროდ, მყიდველის დანით დაჭრისგან უცბათ სხვაზე გადაიტანა ყურადღება და ბრძანა — თავიდან მომწყდი, ეს ხორცი ჩემია და არ მოგყიდიო. აყალ-მაყალზე შეკრებილმა სხვა გამყიდველებმა დააშოშმინეს „მოდიალოგენი“ და გაწბილებული მყიდველიც გაეცალა იქაურობას.
მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ხორცის გამყიდველის აქოჩრილობამ, უვიცობამ, მაგრამ გამყიდველის უვიცობა რა მოსატანია ე.წ. ინტელექტუალთა უვიცობასთან? რამდენი ასეთი „ინტელექტუალი“ უმღვრევს ტვინს მსმენელს, მაყურებელს ტელევიზიით, რადიოთი გამოსვლის დროს; რამდენი ანტირუსული სტატია იბეჭდება ქართულ ჭორიკნულ ჟურნალ-გაზეთებში?!
ე.წ. პოლიტოლოგები, ექსპერტები, ნაცვლად სწორი ინფორმაციის მოწოდებისა, მაქსიმალურად ცდილობენ გამრუდებული, ყალბი ინფორმაციით ჭურში მოქცეული საზოგადოების ტვინის ისე გადაბრუნებას, როგორც ამას ჰქონდა ადგილი უკრაინაში.
დღეს, რომ ექსპერტი იტყვის — უკრაინის ჯარი ომს იგებსო, ეს არა მარტო მისი ბრალია, არამედ იმათიც, ვინც ასეთს არ შეეპასუხება; ვინც ასეთს აღარ მიიწვევს სტუდიაში.
საქართველოს მოსახლეობას აუკრძალეს რუსული ტელეგადაცემების ნახვის საშუალება. რუსული, უკრაინულით ჩანაცვლდა — სიცრუით, ტყუილით. მაინც რა ფანტაზიის უნარი ჰქონიათ გადაგვარებულ რუსებს, რომელსაც უკრაინელს უწოდებენ?
მილიონობით დოლარს ხარჯავს აშშ-ი უკრაინელის ანტირუსად გადასაქცევად. შედეგიც სახეზეა — ხმალამოღებული უკრაინელი, რუსის წინააღმდეგ შემართული, და მერე რა?
უკრაინელის განადგურება. 52 მილიონიდან, 19 მილიონამდე დაყვანა, მაგრამ ანაღვლებს უკრაინელთა ხელოვნური შემცირება ვინმეს იმ დასავლეთში?
არც არავის?! როდესაც უკრაინის ხელისუფლებას, პოლიტიკას, საზოგადოებას არ ანაღვლებს, ანგლო-საქსები რატომ უნდა ნაღვლობდნენ?!
უკრაინელთა მაგალითი გასათვალისწინებელია, ვინაიდან „კეთილი“ ანგლო-საქსები იმავეს გვიპირებდნენ 2008 წლის ცხინვალის ომით. არ გამოუვიდათ, მაგრამ ჩვენი გადაგვარება ხომ გამოუვიდათ?!
თანამედროვე საქართველოში სანთლით არის საძებნი ადამიანი, ვინც რაღაც დადებითს იტყვის რუსეთის და რუსთა მიმართ. ცრუ პროპაგანდამ დააბრმავა მეხორცეც და ვითომ ინტელექტუალიც, ახალგაზრდაც და საშუალო, მაღალი ასაკის ადამიანები, სოფლად თუ ქალაქად მცხოვრებნი.
სოფლად მცხოვრებთ რუსის „სიყვარული“ მაშინ უჩნდებათ, როდესაც მოწეული ხილი ან ბოსტნეული აქვს გასაყიდი.
ახალგაზრდებზე ლაპარაკიც ზედმეტია. საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები ისეთ პროპაგანდისტულ ღრუბლებში არიან გახვეულნი, რომ მზად არიან რუსთან იომონ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მაშინაც კი, როდესაც ის ამას არ ლამობს.
საქართველოს უყვარს უკრაინა, მაგრამ არ იცის, რატომ? რომ იცოდეს, ფაშისტური, გადაგვარებული უკრაინისკენ არ გაიხედავს.
საქართველოს ხელისუფლებასაც უყვარს უკრაინა, ვინაიდან ასეთი დავალება აქვს მოცემული სტრატეგიული პარტნიორისგან. თუმცა ამ ბოლო დროს უკმაყოფილებას გამოთქვამს უკრაინელი „პოლიტიკოსების“ ნეგატიური განცხადებების გამო საქართველოს ხელისუფალთა მისამართით გამოთქმულზე.
პრემიერმინისტრმა, კობახიძემ არ მოიწონა უკრაინის რადას წევრის, არახამიას ნათქვამი. კრიტიკული სიტყვა შეაგება.
გვიან ხომ არ არის, ხელისუფლებავ?
საქართველოში, უკრაინის ელჩი გაიწვიეს და თვალი დახუჭეთ — დიპლომატიაში ერთობ საგანგაშო გადაწყვეტილებაზე, შემდეგ უკრაინაში, საქართველოს ელჩს უკანალზე პანღური უთავაზეს და გამოაძუნძულეს. და ამაზეც თვალი დახუჭეთ. უკრაინის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და სხვათა გინებაზეც წაიყრუეთ და ახლა არახამიას განცხადებამ, არაკორექტულმა, რატომ დაგზაფრათ?!
უკრაინელთა თავხედობაზე არაერთხელ დავწერე ჩემს სტატიებში. ელჩის გაწვევაზეც, გითხარით, რომ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიუღებელია ასეთი საქციელი და თუ ვინმე კადრულობს ამას, შეურაცხყოფილი მხარე უეჭველად გასცემს პასუხს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეურაცხყოფილის სუვერენულობა დიდი კითხვის ქვეშ აღმოჩნდება!
უკრაინამ ჩათვალა, რომ საქართველო პოლიტიკური უკბილოა და არახამიას პირით მორიგი შეურაცხყოფა მოგაყენათ.
მაგრამ შეურაცხყოფის მისამართი მარტო თქვენ რომ იყოთ, ავიტანდით. შეურაცხყოფის მისამართი საქართველოა! და ეს უნდა გაიგოთ! არ მოგიწოდებთ ქვების სროლისკენ, მაგრამ მოგიწოდებთ კატეგორიული გადაწყვეტილებისკენ — ქალაქებში უკრაინული დროშების ფრიალისთვის წერტილის დასმისკენ; უკრაინული ტელეარხების აღკვეთისკენ; მედიაში რუსეთის მოჭარბებული გინებისთვის წერტილის დასმისკენ.
თქვენს საპარლამენტო უმრავლესობაში ისეთი იდიოტური განცხადებების გაკეთების აღკვეთისკენ, როგორიცაა — რუსეთთან არ მოვილაპარაკებთ, ვიდრე უარს არ იტყვის აფხაზეისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე და ა.შ.
შეიგნეთ, რუსეთს თქვენთვის ტერიტორიები არ წარუთმევია, სააკაშვილმა წაართვა საქართველოს ტერიტორიები თავისი ავანტიურისტული გამოხდომებით, რასაც მოჰყვა რუსეთის რეაქცია. არ დაეწყო ომი ცხინვალში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სააკაშვილს, ამერიკელთა წაქეზებით და აფხაზეთ—სამხრეთ ოსეთი დღესაც საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა.
არ ამოეშალა მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებიდან სააკაშვილს ის პუნქტი, რომლის მიხედვით, თბილისს მოლაპარაკება უნდა დაეწყო სოხუმ—ცხინვალთან საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრად და ორი ავტონომიური ფორმირება ჯერაც საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა.
აღარაფერს ვამბობ საქართველო—სამხრეთ ოსეთს შორის ჩამდგარი რუსი სამშვოდობოების დახოცვაზე.
ასეთ მზაკვრულ ნაბიჯს არვინ გვაპატიებდა, მით უმეტეს დიდი რუსეთი, ბირთვული იარაღის პატრონი, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. სხვა ისტორიულ მაგალითებს არ მოვიყვან, ვინაიდან საქართველოს „სიმართლე“ გაფერმკრთალდება.
ჩვენ გვიყვარს თავის მართლება და სხვისი დადანაშაულება, რაც გასაკვირი არ არის თუნდაც უკრაინის მაგალითის შემხედვარისთვის. აღარაფერს ვამბობ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, სოროსელი ფაშინიანის პოლიტიკაზე, რომელიც მთიანი ყარაბაღის დაკარგვას რუსეთს აბრალებს. არადა, თვით მან ოფიციალურად, საჯაროდ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კუთვნილებაა.
ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს პოლიტიკური დინება, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ. ჟურნალისტ კისელიოვთან ინტერვიუს დროს რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვამპირების ზეიმი სრულდება. მან იგულისხმა ცივილიზებული ევროპის 500-წლიანი ზეიმი მთელს მსოფლიოზე, რომელშიც მე-20 საუკუნიდან აქტიურად ჩაერთო აშშ-ი.
იცვლება მსოფლიო და იცვლება არა ევროპა—ამერიკის სასარგებლოდ, არამედ პირიქით. მხოლოდ ბრმამ შეიძლება ვერ დაინახოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში უკრაინის ტერიტორიაზე, დასავლეთი მარცხდება. სხვას ვერაფერს ვიტყვი 50 ქვეყანაზე, რომელსაც უკრაინისთვის მისაწოდებელი ტყვია-წამალი გამოელია, რუსეთს კი პირიქით.
სხვას ვერაფერს ვიტყვი 50 ქვეყანაზე, რომელმაც ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა რუსეთს, ლამის 20000 სანქციის დაწესებით და თვით აღმოჩნდა ბლოკადაში. სანქცირებული რუსეთის ეკონომიკა წარმატებას აღწევს — 3,6% ზრდით, მათ კი 0%-იანი „მატება“ აქცთ.
რუსეთი ის ქვეყანაა, ტრადიციებს რომ იცავს, ოჯახის არსებობას ქალისა და მამაკაცის მტკიცე ურთიერთობაზე ამყარებს და არა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე.
რუსეთი პატრიოტული სულისკვეთების მატარებელია, გულიდან წამოსულის და არა წელსქვევითა ორგანოებიდან.
რუსეთი მდიდარი ქვეყანაა, არა მარტო წიაღისეულით, ტერიტორიით — 17 მილიონ კვ. კილომეტრს რომ ითვლის, არამედ საინტერესო ისტორიით, კულტურით, ხელოვნებით, მეცნიერული მიღწევებით არა მარტო წარსულ ისტორიაში, თანამედროვეობაში.
რუსეთი იმ უმრავლესობის ერთ-ერთი დამფუძნებელია, სადაც იმყოფებიან მსოფლიოს გიგანტები — ჩინეთი, ინდოეთი, სხვები. ამ ორგანიზაციას „ბრიკსი“ ჰქვია, რომელმაც ყველა პარამეტრებით (ეკონომიკური მაქვს მხედველობაში) უკვე გაუსწრო „დიდ შვიდეულს“, რომ აღარაფერი ვთქვა ადამიანურ რესურსებზე.
რუსეთი მომავალია. ევროატლანტიკური სივრცე წარმავალი. ეს სივრცე არ გაქრება, იარსებებს, მაგრამ ნაკლები გავლენით ან საერთოდ არავითარით.
ბრმაა ის პოლიტიკოსი, რომელიც ამას ვერ ხედავს და თავისი სიბრმავით ხალხსაც აბრმავებს.
სიბრმავე, სიყრუესთან ერთად ცუდი აწმყოს, მითუმეტეს მომავლის მომასწავებელია. თვალის გახელვა, ყურის გამოწმენდაა საჭირო, რეალობის დასანახავად და არა ჭურში ჯდომა, ზემოდან ჩამძახებელთა ხუშტურების მოსმენა.
30 წელია ვისმენთ დასავლურ ლაყბობას, დამშეულნი და ლამის პატივაყრილნი. არ დავიღალეთ?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი