აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ტეხასის სადავო საიმიგრაციო კანონი შეაჩერა

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ტეხასის სადავო საიმიგრაციო კანონი შეაჩერა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უზენაესმა სასამართლომ დაუშვა ტეხასის შტატში ახალი საიმიგრაციო კანონის ამოქმედება, რომელიც საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი ტეხასის შტატის გუბერნატორმა დაამტკიცა, თუმცა მისი მიღება უფლებადამცველებმა გაასაჩივრეს. ამის შემდეგ ის ქვედა ინსტანციის სასამართლომ დაბლოკა, შემდეგ კი, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონის ამოქმედება დაუშვეს. ბაიდენის ადმინისტრაციამ კანონს არაკონსტიტუციური უწოდა.