“მრცხვენია ასეთი ღარიბი რომ ვარ, ცარიელი პურის ახალი წელი მოვაა…?!”- რას ამბობს 7 წლის დათო ჭიათურიდან (ვიდეო)

ჭიათურაში, სოფელ საკურწეში, შვიდბავშვიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა, ბავშვები თავს ნაგავსაყრელზე ჯართის შეგროვებით ირჩენდნენ.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ მათ მეზობელმა საცხოვრებელი აჩუქა, თუმცა ოჯახი უსახსრობის გამო გადასვლას ვერ ახერხებდა, რადგან სახლი გასამაგრებელი და სარემონტო იყო.

როგორც ,,სიკეთის ქალაქი” წერს, ვიდეოს გავრცელებიდან სამ დღეში ოჯახს საკმარისი სახსრები შეუგროვა და ასევე, მათი სახლის რემონტი ქართველმა ემიგრანტმა დააფინანსა.