აშშ „100 პროცენტით“ დარჩება ნატოში მისი ხელმძღვანელობით, ვიდრე ევროპული ქვეყნები „სამართლიანად ითამაშებენ“, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ – მაგრამ გააფრთხილა ევროპული ქვეყნები, არ „ისარგებლონ“ ამერიკის მხარდაჭერით.
„ნატო სამართლიანად უნდა მოექცეს აშშ-ს, რადგან თუ არ იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო ფაქტობრივად ვერც კი იარსებებს“, – აღნიშნა ტრამპმა.
კითხვაზე, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, აშშ დაეხმარება თუ არა თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყნებს, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ასე იქნება.
„დიახ, მაგრამ თქვენ იცით, აშშ-მა უნდა გადაიხადოს თავისი სამართლიანი წილი და არა ყველას სამართლიანი წილი“, – უპასუხა ტრამპმა.