დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძეს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ჯანდაცვის კუთხით, აჭარასა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.