პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის განცხადებით, დასავლელი ჯარისკაცები უკვე დიდი ხანია, უკრაინაში იმყოფებიან.
როგორც მან გერმანულ საინფორმაციო სააგენტო dpa-ს განუცხადა, უკრაინაში „წამყვანი ქვეყნების სამხედროები არიან“, ხოლო კითხვაზე, წარმოადგენდა თუ არა პრობლემას ამაზე ხმამაღლა საუბარი, მან განაცხადა: „პოლონურ ენაში არსებობს ტერმინი – „Tajemnica Poliszynela“, რომელიც აღწერს საიდუმლოს, რომლის შესახებაც ყველასთვის ცნობილია“.
შეგახსენებთ, რამდენიმე დასავლური ქვეყნის მტკიცებით, უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებენ. მაგალითად, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 26 თებერვალს განაცხადა, რომ გერმანული ჯარები უკრაინაში არ განლაგდებოდნენ. ქვეყანაში ჯარების გაგზავნის წინააღმდეგ ასევე წავიდა იტალიის პრემიერ-მინისტრი. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აგრეთვე განაცხადა, რომ „ალიანსი არ გეგმავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას“.
ცნობისთვის, დისკუსია ამ თემაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა და მას შემდეგ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ უკრაინაში ჯარების შეყვანის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავდა.