უკრაინის მთელ რიგ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსებმა მასიურად შეუტიეს უკრაინას რაკეტებითა და „შაჰედებით“. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, მასობრივი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზე. რუსებმა 12 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. მანამდე 7 სახლი დაინგრა, 35 დაზიანდა. არიან დაჭრილები, მსხვერპლთა რაოდენობა ზუსტდება.
კრივი-რიჰის მერმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა, რომ ერთობლივი თავდასხმა განხორციელდა მოწინააღმდეგის რაკეტებითა და „შაჰედებით“. დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
ოდესის ხელმძღვანელმა მოსახლეობა საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
„გთხოვთ, არ გამოხვიდეთ თავშესაფრებიდან! ეს მნიშვნელოვანია! საფრთხე გრძელდება“ – აღნიშნავს ოდესის ხელმძღვანელი.