საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, „ენჯეოები“ დონორი ორგანიზაციების დაფინანსებებს პოლიტიკაში შემოჭრისთვის და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის იყენებენ.
ვოლსკის თქმით, ქვეყნის დამაზიანებელი მტრული პოზიციის გამტარებლები, არ უნდა უნდა ფინანსდებოდნენ.
„ესენი ამ დაფინანსებას იყენებენ პოლიტიკაში შემოჭრისათვის. დონორებმა კარგად უნდა იცოდნენ, რაში იხარჯება ფული. ასეთი ყალბი ინფორმაციის შემქმნელი არ უნდა არსებობდეს და არ უნდა იღებდეს დაფინანსებას“, – აცხადებს ვოლსკი.