მოსკოვის ტერაქტი ტელეფონით განვიხილე ჩემს კოლეგასთან, ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორთან, გულბაათ რცხილაძესთან. ჩვენი აზრი დაემთხვა იმაში, რომ ისლამური კვალი, როდესაც ტერორისტულ მასალად ნომინალური მუსლიმები, სინამდვილეში კი, სრული დეგენერატები, იქნენ გამოყენებულნი, გვიბიძგებს, დავფიქრდეთ შემდეგზე:
ტერაქტი კრასნოგორსკში წარმოადგენს სპეცსამსახურების საერთაშორისო „კოალიციის“ პროდუქტს. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები, როგორც წესი, აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის და ისრაელის მოსადის მიერ გამოიყენებიან. უკრაინის უშიშროების სამსახურს ასე გრძელი ხელები არ აქვს.
გუშინდელ ტერაქტს აქვს მრავალწახნაგოვანი მიზნობრივი დატვირთვა (ვაყალიბებთ ჰიპოთეზებს):
პირველი. მოსკოვზე შური იძიეს პალესტინის გამო, არ აპატიეს ჰამასის მხარდაჭერა.
მეორე. რუსულ საზოგადოებაში გაღვივდეს ანტიისლამური განწყობები, ხალხი გაიხლიჩოს რელიგიური თვალსაზრისით.
მესამე. პოლიტიკური სპეკუპაციებისა და რუსეთის დესტაბილიზაციის მიზნით, გამოყენებულ იქნას მიგრანტების – ცენტრალური აზიის მუსლიმების ფაქტორი. ტერაქტის ორგანიზატორებმა სწორედ ამ მიზნით ამოარჩიეს შემსრულებლები ტაჯიკების რიგებიდან.
მეოთხე. გაღრმავდეს უკრაინის კონფლიქტი, ტერაქტების ორგანიზების ცენტრად მხოლოდ კიევი წარმოჩნდეს (სწორედ ამიტომაც, ტერორისტ-დეგენერატები პირდაპირ უკრაინის საზღვრისკენ გაემართნენ). დასავლეთს ძალიან არ უნდა უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულება, რადგან ეს იქნება რუსული გამარჯვების გაფორმება. ბრიტანელებმა არაერთხელ ჩაშალეს კიდეც დარეგულირების პროცესი.
შოთა აფხაიძე
რუსეთის მთავრობასთან არსებული საფინანსო უნივერსიტეტის ექსპერტი, სპეციალურად “ნიუსფრონტისთვის”