საქართველოს უამრავი პრობლემა აქვს, მათ შორის, მთავრობის იმიჯის პრობლემა. იმიჯი ბევრი ასპექტისგან შედგება, მაგრამ ამჟამად ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე გავამახვილებთ ყურადღებას. კერძოდ, ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოსურათზე.
აქ გამოსახულია პრემიერმინისტრი კობახიძე, რომელიც “სახელმწიფო კანცელარიის” შენობასთან ესალმება ნატოს გენერალურ მდივან სტოლტენბერგს.
ყურადღებას იქცევს უკანა პლანზე მდგარი ჩოხოსანი, რომელიც, სავარაუდოდ, სტოლტენბერგის საპატივსაცემოდ გამოფინა პრემიერის პროტოკოლმა.
აღქმა სუბიექტურია ყოველთვის, მაგრამ, მაინც ვიტყვით:
ჩოხოსანი, საპატიო ყარაულზე მეტად, ტურისტებისთვის გაძვირებული სახინკლის წინ, კლიენტის მისაზიდად დაყენებულ შეზარხოშებულ “სიყვარულოვიჩს” უფრო ჰგავს.
პრემიერის პროტოკოლო! ჩოხოსან რაინდს თავსაბურავი სჭირდება – ფაფახი, ყაბალახი თუ სხვა შესაფერისი რამ უნდა ეხუროს. “აზიატკები” – ჩექმები, ასე ჩაჩაჩული არ უნდა ჰქონდეს, როგორც სურათზეა. დგომა კი სამხედროს შესაფერისი – გაჯგიმული, უნდა ჰქონდეს.
აი მაშინ იქნება ეს საპატიო ყარაული და არა სახინკლის ოხშივარი!